2-03-2026
ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მარნეულში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ორ ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
„სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 4 ივნისს მარნეულში წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო, ბრალდებულებმა დაზარალებულის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღებიდან არაერთი გასროლა განახორციელეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, (დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, ტარება) წარედგინა.
ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.