გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სათაო ოფისში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ლიბერთი ბანკი განცხადებას ავრცელებს

3-03-2026

სათაო ოფისში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ლიბერთი ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

“გაცნობებთ, რომ დღეს, 3 მარტს, ლიბერთი ბანკის სათაო შენობაში დაფიქსირდა ხანძრის შემთხვევა.

 

ცეცხლი გაჩნდა დამხმარე ლიფტის შახტაში. ხანძრის აღმოჩენა და ლოკალიზაცია მოხდა ადრეულ ეტაპზე, ოპერატიულად და შესაბამისი სამსახურების დროული რეაგირების შედეგად.

 

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ხანძარი არ გავრცელებულა საოფისე სივრცეებში. დაზიანებულია შენობის მარცხენა კიდის ფასადი. აღნიშნული სივრცე ფიზიკურად დაშორებულია შენობის დანარჩენ ნაწილებს და არ წარმოადგენს საფრთხეს შენობის ოპერაციული ფუნქციონირებისთვის.

 

ბანკის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება და მომსახურების პროცესი შეუფერხებლად გრძელდება.

 

საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას ოპერატიულად მივაწვდით” - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930