გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელს ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა

3-03-2026

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს ხელმძღვანელს ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა.


ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით გამოწვეულ საფრთხეებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.


„შესანიშნავი აზრთა გაცვლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს ხელმძღვანელთან, ბრენდან ჰანრაჰანთან ორმხრივი ურთიერთობების, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეების, შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების, შუა დერეფნის/TRIPP-ისა და ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“, - წერს სამხარაძე X-ზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031