გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზელენსკი: მჯერა, რომ ორბანი არჩევნებს წააგებს და უნგრეთთან ურთიერთობები ნორმალიზდება

4-03-2026

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია არჩევნებს წააგებს, რის შემდეგაც უნგრეთთან ურთიერთობების ნორმალიზება შესაძლებელი გახდება.


ზელენსკიმ ამის შესახებ იტალიურ მედიასაშუალებასთან - „Corriere della Sera“ ინტერვიუში განაცხადა.


„უნგრეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა, მაგრამ მას სამხედრო წონა არ აქვს. მე მასთან [ორბანთან] არ ვსაუბრობ, რადგან მას არ სურს, მაგრამ მაქვს კონტაქტები რობერტ ფიცოსთან. მჯერა, რომ ორბანი არჩევნებს წააგებს და შემდეგ ჩვენ შევძლებთ უნგრეთთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენას, ასევე იმიტომ, რომ უნგრელი ხალხი პრორუსულად არ არის განწყობილი“, - აღნიშნა მან.


ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ რუსეთიდან ენერგორესურსების შეძენა მიუღებელია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031