გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ ანაგაში კოლექტორის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

4-03-2026

შპს „საქართველოს მელიორაცია“  სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება-რეაბილიტაციის სამუშაოებს სიღნაღის მუნიციპალიტეტში ახორციელებს.

სოფელ ანაგაში კოლექტორის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს არხში დაგროვილი ნატანი მასის, ლამისა და მცენარეული საფარის მოცილებას.


სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შედეგად, წყლის მიწოდება გაუმჯობესდება 15 ჰექტარ ფართობზე არსებული სატბორეებისთვის, 10 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე  კი ირიგაცია გაუმჯობესდება. ამავე სამუშაოების დასრულების შედეგად, 65 ჰექტარ მიწის ფართობზე უზრუნველყოფილი იქნება ჭარბი წყლის მოცილება, რაც დაიცავს ნათესებს დაზიანებისგან და გააუმჯობესებს ნიადაგის აგროტექნიკურ მდგომარეობას. ჭარბი წყლის დროულად გადინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უხვი ნალექის პერიოდში მიწის დატბორვის პრევენციისთვის.


ჩატარებული სამუშაოები ადგილობრივ ფერმერებს შესაძლებლობას მისცემს, სარწყავ სეზონს მაქსიმალურად მომზადებულები შეხვდნენ და მიწის ფართობები ეფექტიანად გამოიყენონ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930