გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან მახაშვილი: დიპლომატია ჩაანაცვლა იარაღმა და ერთი არასწორი ნაბიჯი შეიძლება ძალიან მძიმედ დაუჯდეს ჩვენს სახელმწიფოს - გვჭირდება არა ომობანას თამაშის მოწოდებები, არამედ, ცივი გონებით და ეროვნული ინტერესების დაცვით მოქმედება

4-03-2026

ვხედავთ, რომ რეგიონში რთული დრო დადგა და უამრავმა ომმა, უამრავი ქვეყნის კარზე მიაკაკუნა. სინამდვილეში, დიდი, გლობალური ზალები უპირისპირდებიან ერთმანეთს და ეს რეგიონული კონფლიქტების გაფართოება სწორედ ამით არის ნაკარნახევი. მოსახლეობა ხედავს, ყოველდღიურ რეჟიმში იბომბება ქალაქები, სკოლები სახლები. სამწუხაროდ, დიპლომატია ჩაანაცვლა იარაღმა და ერთი არასწორი, გაუთვლელი ნაბიჯი, შეიძლება ძალიან მძიმედ დაუჯდეს ჩვენს სახელმწიფოს, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ასეთ რთულ დროს, საქართველოს სჭირდება არა ემოციებს აყოლა და "ომობანას თამაშის მოწოდებები", რასაც ოპოზიციონერებისგან ვისმენთ, არამედ, პრაგმატულად და ევროვნული ინტერესების დაცვით მოქმედება.


"ასეთ დროს, საქართველოს სჭირდება არა ემოციებს აყოლა, არა პოლიტიკური მატრაკვეცობა და ომობანას თამაშის მოწოდებები, რასაც ხშირად ვისმენთ ხოლმე ზოგიერთი ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგის მხრიდან, არამედ, ცივი გონებით, პრაგმატულად და ეროვნული ინტერესების დაცვით მოქმედება. საქართველოს გარშემო განვითარებული თითოეული ტრაგედია გვახსენებს, რამდენად ძვირფასია მშვიდობა და ჩვენი უპირველესი ვალდებულებაც სწორედ ის უნდა იყოს, რომ ასეთი მსხვერპლი ავარიდოთ ჩვენს მოსახლეობას," - აღნიშნა მახაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031