გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან მახაშვილი: საქართველოში იქნება მშვიდობა და გაგრძელდება ეკონომიკური ზრდა - ხალხის გვერდში დგომით, ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ საქართველოს მშვიდობა ვინმემ სხვის ომში დაახურდავოს

4-03-2026

ყველას მივმართავ, ვისაც ამ გეოპოლიტიკური ქაოსის შემხედვარე, შიშის თუ გაურკვევლობის განცდა აქვს, ფიქრობს, დარდობს იმაზე, რა იქნება საქართველოში ხვალ - იქნება მშვიდობა, გაგრძელდება არნახული ეკონომიკური ზრდა და თითოეული ოჯახისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებები, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

 

როგორც პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მახაშვილმა აღნიშნა, თუ ადამიანებს გააბრუებ, ისინი გააკეთებენ უცხოს გასაკეთებელს და სულაც აღარ იქნება საჭირო ტანკებით სადმე შესვლა. მისი თქმით, სწორედ ამიტომ არის თავდასხმები იმ მედიასაშუალებებზე, ვინც სიმარტლეს ემსახურება.

 

გეოპოლიტიკურ ბრძოლებში, ბრძოლა მიდის არამხოლოდ მიწისთვის ან რესურსებისთვის, არამედ, სიმართლისთვის, ანუ, ადამიანების გონებისთვის. ჩვენ ვხედავთ, თუ გააბრუებ ადამიანებს, სულ არ არის საჭირო სადმე ტანკებით შესვლა, ეს ადამიანები გააკეთებენ უცხოს გასაკეთებელს და ამის მიმართ სიმართლე არის საუკეთესო ფარი. ამიტომ არის გაცხოველებული თავდასხმები "იმედზე", "პოსტივიზე" და ყველა სხვაზე, ვინც სიმართლეს ემსახურება.


ამიტომ, მიუხედავად უპასუხისმგებლო ოპოზიციის ძირგამომთხრელი ნაბიჯებისა, ავანტიურაში ქვეყნის ჩათრევის მცდელობებისა, იაფფასიანი ჰიბრიდული თუ საინფორმაციო ოპერაციებისა, საქართველოში იქნება მშვიდობა და ქვეყანა გააგრძელებს ნორმალურ განვითარებას იმიტომ, რომ ქვეყანას საბედნიეროდ მართავს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და ხალხიგვერდში დგომით, ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ საქართველოს მშვიდობა ვინმემ სხვის ომში დაახურდავოს,“ - განაცხადა მახაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930