გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ზურაბიშვილი: თუ ახალი ლიდერი არ გამოჩნდა, არსებული ოპოზიციური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი და შემცვლელი არაა არც არჩევნების, არც რევოლუციის თუ დამხობის გზით

4-03-2026

დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც ხელისუფლების დამარცხების პერსპექტივას განიხილავს.


ის ამბობს, რომ ცვლილებების მომხრეა, თუმცა, არსებული ოპოზიციური სპექტრით ხელისუფლების ცვლილების გზას ვერ ხედავს.


„ქართული პოლიტიკის პარადოქსი: მე რასაც ვუყურებ, თუ ახალი ლიდერი არ გამოჩნდა, არსებული ოპოზიციური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი და შემცვლელი არაა არც არჩევნების, არც რევოლუციის თუ დამხობის გზით სამაგიეროდ თავად ხელისუფლებაა ისეთი და იმისთანებს შვრება, რომ საკუთარი თავის დამმარცხებელიცაა და შემცვლელიც გინდ არჩევნების, გინდ რევოლუციის თუ დამხობის გზით. ასე, რომ საბოლოო ჯამში მთავარია ვისი აჯობებს.


P. S. ჩემი პოზიცია თუ ვინმეს აინტერესებს, მე ყოველთვის ცვლილებების მომხრე ვარ, ამიტომ ამ შეჯიბრში ხელისუფლების მოგებას (ანუ საბოლოო ჯამში წაგებას) ვგულშემატკივრობ.“- წერს ზურაბიშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930