გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იმერეთში მაშველის სარწყავი სისტემა იწმინდება

5-03-2026

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და სამელიორაციო სისტემის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, იმერეთის რეგიონში მაშველის სარწყავი სისტემის საექსპლუატაციო სამუშაოებს ახორციელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამანაწილებელი არხის გარკვეული მონაკვეთების წმენდა დაგროვილი ნალექისა და ნატანი მასისგან.


აღნიშნული ღონისძიებები მნიშვნელოვნად გაზრდის არხის გამტარუნარიანობას, რის შედეგადაც წყალუზრუნველყოფა 120 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.


მაშველის სარწყავი სისტემის მოწესრიგების შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობის სავარგულები დაცული იქნება ჭარბი წყლისგან და შემცირდება  დატბორვის რისკები, რაც მნიშვნელოვანია როგორც სასოფლო-სამეურნეო მიწების, ისე ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის.


შპს „საქართველოს მელიორაცია“ ეტაპობრივად გააგრძელებს რეგიონებში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განახლებას, რათა უზრუნველყოს სარწყავი და დამშრობი სისტემების გამართული და ეფექტიანი მუშაობა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031