გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ სამხარაძე: კონგრესში ჩვენი საუბრების ძირითადი თემა იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება და ახალ ეტაპზე გადაყვანა

6-03-2026

დღეს დავასრულეთ შეხვედრები კონგრესში. გვქონდა შესაძლებლობა, რომ გავსაუბრებოდით ხუთ კონგრესმენს. ძირითადად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს, თუმცა ასევე სხვა კომიტეტის წევრებსაც შევხვდით.- განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.


სამხარაძის თქმით, შეხვედრების დროს საუბარი შეეხო ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, უსაფრთხოების საკითხებს, რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და ასევე, შუა დერეფნის განვითარების საკითხს.


„ბოლო შეხვედრა გვქონდა კიტ სელფთან, რომელიც არის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და ასევე, დღის განმავლობაში გვქონდა შეხვედრები რენდი ფაინთან, მაიკ ტერნერთან, რაიან ზინკესთან და ანა პაულინა ლუნასთან.

ძირითადი თემა ჩვენი საუბრების რა თქმა უნდა, ისევ და ისევ იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობები.


ამ ურთიერთობების გაჯანსაღება და ახალ ეტაპზე გადაყვანა, თუმცა ჩვენ მიმოვიხილეთ სხვადასხვა სპექტრი საკითხებისა, ძირითადად უსაფრთხოების საკითხებს შევეხეთ, ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, ოკუპაციის საკითხს. ასევე, კონგრესმენებისგან მივიღეთ ინფორმაცია ირანში მიმდინარე მოვლენებზე და მათ შეფასებაზე.

კონგრესმენები, ასევე, დაინტერესდნენ შუა დერეფნის განვითარების საკითხით და საქართველოს როლით შუა დერეფანში. შესაბამისად, ძალიან საინტერესო საუბრები და დიალოგები გვქონდა.


ჩვენ ვთხოვეთ კონგრესმენებს, რომ ყურადღებით შეისწავლონ ხოლმე ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებსაც ცალკეული კონგრესმენები წარმოადგენენ ხოლმე და აშკარად ანტიქართული ხასიათი აქვთ, იმისათვის, რომ იმ პოზიტიურ დინამიკას, რაც ჩვენს ურთიერთობებში ახლა გამოჩნდა, ზიანი არ მიადგეს“,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031