გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თებერვალში ვაშლის ექსპორტის მოცულობა 54%-ით გაიზარდა

6-03-2026

თებერვალში ვაშლის ექსპორტის მოცულობა 54%-ით, ღირებულება კი, 86%-ით (1.4 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოსლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


მიმდინარე წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია 3.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 4.1 ათასი ტონა ვაშლი.

მზარდია როგორც ვაშლის ექსპორტის რაოდენობა, ასევე საშუალო საექსპორტო ფასი.


1 კგ ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასი 0.73 $-ია, რაც 16% -ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასი 21%-ით გაიზარდა თებერვლის თვეში და 0.76$/კგ დაფიქსირდა.


ვაშლის ძირითადი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია (15 083 ტონა), ასევე, 665 ტონა ვაშლი ექსპორტირებულია თურქეთში, 150 ტონა ბელარუსში , 110 ტონა სომხეთში და 44 ტონა სხვა ქვეყნებში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031