გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან მაჭავარიანი: ვინც აქციებს გვიწყობდით, ქვეყანაში გადატრიალება დღემდე გინდათ, იმის გამო, რაც თქვენ უკრაინასთან დაკავშირებით გატყუეს და რა ზღაპრებიც დაგაჯერეს, ჩვენ არ დავიჯერეთ - ერთი პოსტით მაინც გამოეხმაურეთ ამდენ უსამართლობას?!

6-03-2026

უკრაინა მოატყუეს, რომ დაჩქარებული წესით ნატოს წევრი გახდებოდა. უკრაინა მოატყუეს, რომ დაჩქარებული წესით ევროკავშირის წევრი გახდებოდა. უკრაინა მოატყუეს, რომ გაყინულ რუსულ აქტივებს გადასცემდნენ. უკრაინა მოატყუეს, რომ დასავლეთის დახმარებით რუსეთს დაამარცხებდნენ, - წერს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, სოციალურ ქსელში.


ის მიმართავს ოპოზიციის წარმომადგენლებს და მათ „ტრენდს აყოლილ ფარისევლებს“ უწოდებს, რადგან ამდენ უსამართლობაზე პროტესტი არ გამოუხატავთ და თან ამტკიცებენ, რომ უკრაინის ბედი აღელვებთ.


„უკრაინა მოატყუეს, რომ დაჩქარებული წესით ნატოს წევრი გახდებოდა.
უკრაინა მოატყუეს, რომ დაჩქარებული წესით ევროკავშირის წევრი გახდებოდა.
უკრაინა მოატყუეს, რომ გაყინულ რუსულ აქტივებს გადასცემდნენ.
უკრაინა მოატყუეს, რომ დასავლეთის დახმარებით რუსეთს დაამარცხებდნენ.
მოგმართავთ მათ, ვინც აქციებს გვიწყობდით, ქვეყანაში გადატრიალება გინდოდათ და დღემდე გინდათ, იმის გამო, რომ რაც თქვენ უკრაინასთან დაკავშირებით გატყუეს და რა ზღაპრებიც დაგაჯერეს, ჩვენ არ დავიჯერეთ.
ერთი პოსტით მაინც თუ გამოეხმაურეთ ამდენ უსამართლობას?! ვისაც საერთოდ არანაირი ფორმით პროტესტი არ გამოგიხატავთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამტკიცებთ, რომ უკრაინის ბედი გადარდებთ - თქვენ ხართ მხოლოდ ტრენდს აყოლილი ფარისევლები.

უკვე მართლა დროა, უბრალოდ აზროვნება დაიწყოთ!", - წერს ლევან მაჭავარიანი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930