გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: დაწყებულია ორკესტრირებული კამპანია, გადანაწილებული როლებით, რომ ირანმა და აშშ-მა ომიდან პოლიტიკური სარგებელი ნახონ და აშშ-ის ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებას დაატაკონ

6-03-2026

„როდესაც თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება, თითქოს საქართველოში ირანის პატრონაჟით რაღაც უნივერსიტეტია, რომელიც რადიკალური ისლამის პროპაგანდას ეწევა და მებრძოლებს ამზადებს, აშშ-ის გავლენიანი ანალიტიკური ცენტრის ჰადსონის ინსტიტუტის ვებგვერდზე გაჩნდა ყველასთვის ნაცნობი გიორგი კანდელაკის სტატია, რომელიც აშშ-ს აშინებდა საქართველო-ირანის მზარდი დაახლოებით, და აქ ირანის გავლენების ზრდით“, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.


მისი შეფასებით, დაწყებულია ორკესტრირებული კამპანია, გადანაწილებული როლებით, რომ ირანმა და აშშ-მა ომიდან პოლიტიკური სარგებელი ნახონ და აშშ-ის ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებას დაატაკონ.


„იმ დღეს, როდესაც თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება, თითქოს საქართველოში ირანის პატრონაჟით რაღაც უნივერსიტეტია, რომელიც რადიკალური ისლამის პროპაგანდას ეწევა და მებრძოლებს ამზადებს, აშშ-ს გავლენიან ანალიტიკურ ცენტრის ჰადსონის ინსტიტუტის ვებგვერდზე გაჩნდა ყველასთვის ნაცნობი გიორგი კანდელაკის სტატია, რომელიც აშშ-ს აშინებდა საქართველო-ირანის მზარდი დაახლოებით, და აქ ირანის გავლენების ზრდით. ნახსენები იყო ის ყბადაღებული „უნივერსიტეტიც“ და იყო მოწოდება-ჩაერიეთო! ანუ, დაწყებულია ორკესტრირებული კამპანია, გადანაწილებული როლებით, რომ ირან-აშშ ომიდან პოლიტიკური სარგებელი ნახონ და აშშ-ს ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებას დაატაკონ. სხვათა შორის, სტატიის გამოქვეყნება (3 მარტი) დროში დაემთხვა აშშ-ში საქართველოს ოფიციალური დელეგაციის ვიზიტს“, - წერს ანჯაფარიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031