გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველო ევროპისთვის ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული ბაზარია - მარიამ ტიგინაშვილი

6-03-2026

ტურისტული კომპანია „ჯორჯიან კაპიტალ თრეველის" წარმომადგენელი, მარიამ ტიგინაშვილის შეფასებით, ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა   ბიზნესისა და ტურისტული კავშირების განმტკიცებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აქ ყოფნა, ახალი ბიზნესპარტნიორების მოძიება და მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო ევროპისთვის არის ერთ-ერთი წამყვანი ბაზარი, ასევე ევროპა არის საქართველოსთვის წამყვანი ბაზარი" - განაცხადა მარიამ ტიგინაშვილმა.


სამი დღის განმავლობაში ITB Berlin-ის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო ტურისტული სააგენტოებთან, მედია ორგანიზაციებთან და PR კომპანიებთან 200-ზე მეტი შეხვედრა გამართა.  შეხვედრები შედგა Booking, Aviareps, BBC, National Geographic,  Wanderlust, Lonely Planet, Thinkstrawberries, TUI, Conde Nast Traveler და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. 


გამოფენაზე საქართველოს სტენდი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა.  სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, კურორტებსა და ღირსშესანიშნაობებს. საქართველოს კერძო კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცა საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ გერმანელ კოლეგებთან და  ერთობლივი ტურისტული პაკეტები შეემუშავებინათ.


ITB Berlin-ზე ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით 100 ათასია, გამოფენზე 170-ზე მეტი ქვეყნიდან 5 ათასზე მეტი ორგანიზაცია და კომპანიაა წარდგენილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930