გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი: ნაყოფიერი შეხვედრა ირაკლი კობახიძესთან, გავაგრძელებთ საქართველოს ამბიციის მხარდაჭერას, იყოს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი რეგიონული კარიბჭე

6-03-2026

ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს პარტნიორობის შესახებ, - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მასატო კანდამ განაცხადა.


როგორც აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა აზიის განვითარების ბანკის პრიორიტეტია.


„საქართველოს პრემიერ-მინისტრს მივულოცე ძლიერი მაკროეკონომიკური პარამეტრები და რიკოთის მონაკვეთის მშენებლობის დასრულება. ეს არის საოცარი პროექტი, რომელიც მხარს უჭერს რეგიონულ დაკავშირებადობას. განვიხილეთ შუა დერეფანში აზიის განვითარების ბანკის მონაწილეობა, ვისაუბრეთ აეროპორტების განახლებისა და ტურიზმის სფეროს განვითარებაზე.


კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კერძო სექტორში ინვესტირების გზით გავაგრძელებთ საქართველოს ამბიციის მხარდაჭერას, იყოს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი რეგიონული კარიბჭე", - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930