გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან განვიხილეთ მჭიდრო თანამშრომლობა და აზიის განვითარების ბანკის ჩართულობა ჩვენი ეკონომიკის ძირითად სექტორებში

6-03-2026

აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა და აზიის განვითარების ბანკის ჩართულობა ჩვენი ეკონომიკის ძირითად სექტორებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. 

 

როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, თბილისში აზიის განვითარების ბანკის ახალი წარმომადგენლობის გახსნა კიდევ უფრო გააძლიერებს პარტნიორობას და ახალ შესაძლებლობებს შექმნის ინვესტიციებისა და განვითარებისთვის. 

 

„მოხარული ვარ, რომ  საქართველოში ვმასპინძლობ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, მასატო კანდას. შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა და აზიის განვითარების ბანკის ჩართულობა ჩვენი ეკონომიკის ძირითად სექტორებში. ამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის საინვესტიციო პორტფელი 5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. თბილისში აზიის განვითარების ბანკის  ახალი წარმომადგენლობის გახსნა კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს პარტნიორობას და  ახალ შესაძლებლობებს შექმნის ინვესტიციებისა და განვითარებისთვის", - წერს ირაკლი კობახიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930