გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში სამართალდარღვევის 81 ფაქტი გამოავლინეს

6-03-2026

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში სამართალდარღვევის 81 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევებიდან 80 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა.


როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 110 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.


„ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 11 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 6 - სამცხე-ჯავახეთის, 6 - რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის, 11 - ქვემო ქართლის, 31 - კახეთის, მცხეთა-მთიანეთის - 3, გურია - 6, სამეგრელო-ზემო სვანეთის - 5, ხოლო 2 - შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ; ასევე, იმერეთში გამოვლენილია 1 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო და უნებართვო სანახშირე.


სამართალდარღვევებიდან სამი ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მასალები შემდგომი მოკვლევის მიზნით გადაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებში.


აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით იანვარ-თებერვლის თვეში გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების 109 ფაქტი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031