გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა „საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი 2026-ში“ მიიღო მონაწილეობა

6-03-2026

მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა.


„მადლობა მინდა გადავუხადო იაპონიის მთავრობას და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იშიზუკაჰიდეკს მრავალწლიანი ეფექტიანი თანამშრომლობისთვის. ვფიქრობთ, საქართველოსა და იაპონიას სოფლის მეურნეობის, მწვანე ეკონომიკის განვითარების და გარემოს დაცვის მიმართულებებით თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.


მინისტრის პირველმა მოადგილემ მონაწილეობა მიიღო ფორუმის თემატურ სესიაშიც „განახლებადი ენერგია და გარემო“, სადაც ისაუბრა ქვეყანაში მზის ენერგიის პროექტების მნიშვნელობაზე, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის აუცილებლობასა და საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საჭიროებაზე.


ნინო თანდილაშვილის განცხადებით, „ერთობლივი დაკრედიტირების მექანიზმი“ მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის გარემოსდაცვითი და ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებისა და მწვანე ინიციატივების განვითარებისათვის.


„საქართველოში არსებობს ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო, რაც განახლებადი ენერგიისა და გარემოს დაცვის მიმართულებით ინვესტიციების ზრდის და კერძო სექტორისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის კარგი შესაძლებლობაა“, - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.


„საქართველო-იაპონიის ბიზნეს ფორუმი 2026“ იაპონიის საელჩოს ორგანიზებით,  საქართველო-იაპონიის ბიზნეს ასოციაციასა და იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის (JETRO) სტამბოლის ოფისთან პარტნიორობით გაიმართა.


ფორუმს სახელმწიფო უწყებების, წამყვანი ქართული და იაპონური კომპანიების წარმომადგენლები და ინვესტორები ესწრებოდნენ. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930