გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გორის მუნიციპალიტეტის დათევზიანებულ მდინარეებში ნაკადულის კალმახის პოპულაციის მონიტორინგი განხორციელდა

7-03-2026

„წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის აღდგენის პროექტის ფარგლებში, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა გორის მუნიციპალიტეტის მდინარეებში პოპულაციის მონიტორინგი განახორციელეს. კვლევის მიზანი დათევზიანების პროცესის შედეგების შეფასება და სახეობის გამრავლების დინამიკაზე დაკვირვება იყო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 


სპეციალისტებმა მდინარეების შენაკადებში განთავსებული საქვირითე ბუდეები დაათვალიერეს, სადაც ცოცხალი ლარვები დაფიქსირდა, რაც პროექტის წარმატებით მიმდინარეობის მანიშნებელია.


განხორციელებული კვლევები ადასტურებს, რომ განთავსებული ქვირითის დიდმა ნაწილმა ველურ ბუნებაში ადაპტაციის პროცესი შეფერხების გარეშე გაიარე და გარემო პირობები: წყლის ტემპერატურა, ჟანგბადის შემცველობა, დინების სიჩქარე და სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრები ოპტიმალურია პოპულაციის განვითარებისთვის. ლარვის სტადიაზე გადასვლა ნიშნავს, რომ კალმახმა უკვე დაძლია განვითარებისთვის ერთ-ერთი კრიტიკული პეიოდი და მალე ლიფსიტის ფაზაში გადავა.


წითელი ნუსხის სახეობის „ნაკადულის კალმახის აღდგენის პროექტი 2016 წლიდან მიმდინარეობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031