გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა ხუბუა: თუ ისრაელის საელჩოს საქართველო, როგორც მეგობარი, დღემდე ვერ უცნია, მაშინ ვერც ვერასოდეს იცნობს, იმიტომ რომ საქართველო არის დედამიწის ზურგზე ერთადერთი ქვეყანა, სადაც ანტისემიტიზმს არასოდეს ჰქონია ადგილი

7-03-2026

თუ ისრაელის საელჩოს საქართველო, როგორც მეგობარი, დღემდე ვერ უცნია, მაშინ ვერც ვერასოდეს იცნობს, იმიტომ რომ ნაბუქოდონოსორიდან მოყოლებული დღემდე, საქართველო არის დედამიწის ზურგზე ერთადერთი ქვეყანა, სადაც ანტისემიტიზმს არასოდეს ჰქონია ადგილი, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.


მისი განცხადებით, მთელ მსოფლიოში დევნილი, ჩაგრული და კეთროვანივით განკვეთილი ებრაელობა მხოლოდ საქართველომ ჩაიკრა გულში, დღემდე ასე გრძელდება და მომავალშიც ასე გაგრძელდება.


„მთელ მსოფლიოში დევნილი, ჩაგრული და კეთროვანივით განკვეთილი ებრაელობა მხოლოდ საქართველომ ჩაიკრა გულში, დღემდე ასე გრძელდება და მომავალშიც ასე გაგრძელდება. საქართველოში ისრაელის ელჩსა და საელჩოს კი რადგან ანდაზები ყვარებიათ („მეგობარი გასაჭირში იცნობაო“) კიდევ ერთ ანდაზას შევახსენებდი: „ნამუსიც კარგი საქონელიაო!“ - წერს ხუბუა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930