გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვაზიანის მე-4 ქვეით ბრიგადაში წვევამდელთა ახალმა ნაკადმა საწყისი საბრძოლო მომზადება დაიწყო

8-03-2026

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6-თვიანი ვადით გაწვეულმა და ნებაყოფლობით დარეგისტრირებულმა პირებმა ვაზიანის მე-4 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის გავლა დაიწყეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 


წვევამდელები სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების განყოფილებებში შეიკრიბნენ, საიდანაც ისინი ოჯახის წევრებმა გააცილეს. სამხედრო ბაზაზე შესვლისთანავე მათ დეტალური ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ და შესაბამისი აღჭურვილობა დაურიგდათ.


საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის განმავლობაში ისინი საცეცხლე, სამედიცინო, საინჟინრო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას, ასევე, კავშირგაბმულობისა და ტოპოგრაფიის საკითხებს გაივლიან. სამხედრო ინსტრუქტორები კურსის მონაწილეებს ფიზიკურად მოამზადებენ და დისციპლინარულ წესდებებსაც გააცნობენ.


საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულებისა და სამხედრო ფიცის დადების შემდეგ წვევამდელები თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირები დანამატის სახით ყოველთვიურად 30%-ით მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031