გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჩიხელიძე: ირაკლი ზარქუას ხელში აღმოჩნდა უამრავი ადამიანის ბედი - რომ იჩივლოს და თქვას, რომ გავრცელებული მიმოწერა ნამდვილია, ყველას ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება, ვინც სოციალურ ქსელში ამ ამბავში გაერია

8-03-2026

მორალის კითხვას თავი რომ დავანებოთ და ერთი წამით ზარქუას ამბის სამართლებრივ ასპექტებზე გადავიდეთ - ამასობაში ზარქუას ხელში აღმოჩნდა უამრავი ადამიანის ბედი, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.


ექსპერტი აქვეყნებს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის ჩანაწერს და აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი ზარქუა იჩივლებს და სოციალურ ქსელში გავრცელებული მიმოწერის ნამდვილობას დაადასტურებს, ყველას ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება, ვინც გაავრცელა, ან ხელი შეუწყო მის გავრცელებას.


„მორალის კითხვას თავი რომ დავანებოთ და ერთი წამით ზარქუას ამბის სამართლებრივ ასპექტებზე გადავიდეთ - ამასობაში ზარქუას ხელში აღმოჩნდა უამრავი ადამიანის ბედი. მან რომ იჩივლოს და თქვას, რომ გავრცელებული მიმოწერა ნამდვილია, ყველას ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება (157 პრიმა მუხლის || ნაწილი ), ვინც სოციალურ ქსელში ამ ამბავში გაერია, თავად გაავრცელა, ან რაიმე ფორმით ხელი შეუწყო მის გავრცელებას“, - წერს ჩიხელიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930