გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია ბორის ჯონსონის ინტერვიუზე: სადაც აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლა დაჭრეს, გადააკეთეს და წარუდგინეს მსოფლიოს, რატომ გვიკვირს ჩვენ ერთ-ერთი აგენტის ინტერვიუ დაჩეხილად და თუნდაც ჩამატებული პასაჟებით წარმოადგინეს

8-03-2026

სადაც აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლა დაჭრეს, დაჩეხეს, გადააკეთეს და წარუდგინეს მსოფლიოს, რატომ გვიკვირს ჩვენ ერთ-ერთი აგენტის ინტერვიუ, რომელიც ორი კვირის წინ არის ჩაწერილი და ორი კვირის თავზე ის ბიუროკრატია და დაინტერესებული ძალები დაჭრილად, დაჩეხილად და თუნდაც ჩამატებული პასაჟებით წარმოადგინეს საზოგადოებისთვის და აქ თავიანთი აგენტურისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე საუბრისას.


მისივე თქმით, გამოიყვანეს ბორის ჯონსონი, რომელიც პირდაპირ ჩართული იყო იმ მოვლენებში, რომლებიც უკვე მეხუთე წელია, მიმდინარეობს.


„ყველას კარგად გვახსოვს არახამიას განცხადება, როდესაც თქვა, რომ როდესაც 2022 წელს სტამბოლში მოლაპარაკებებზე ვისხედით და ჩამოვედით სტამბოლიდან, პირდაპირ ეს მოლაპარაკებების მაგიდა დაბომბა ბატონმა ჯონსონმა. არახამიას თქმით, ეს იყო ადამიანი, რომელიც მოუწოდებდა, რომ უკრაინელებმა უნდა იომონ“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031