გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე ნინო ლომჯარიაზე: ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, როგორ მუშაობს კონკრეტულად, ეს ადამიანი საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

9-03-2026

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, როგორ მუშაობს კონკრეტულად, ეს ადამიანი საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიასა და გერმანიის ელჩის შესახებ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ისინი არიან ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობაში და არც მალავენ, თუმცა, არის ასევე გასაიდუმლოებული შეხვედრები.


„ჩვენ გვაქვს ჩვენი ინფორმაცია, სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, როგორ მუშაობენ ეს ადამიანები, კონკრეტულად, ეს ადამიანი, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ეს არის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს და არის დეტალები, რაც ამას დამატებით ადასტურებს. ისინი რომ არიან ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობაში, ეს აბსოლუტურად ხილულია ფართო საზოგადოებისთვის. ამას ისინი ღიად აკეთებენ, არც მალავენ, თუმცა, არის ასევე გასაიდუმლოებული შეხვედრები, სადაც საუბარია იგივეზე, რასაც აკეთებენ საჯაროდ - ისინი პირდაპირ მტრობენ საქართველოს და მის ეროვნულ ინტერესებს.


თუ ვინმე არღვევს ვენის კონვენციას, არის გერმანიის ელჩი და ამის უამრავი ფაქტი არსებობს. არიან სხვა ელჩები, რომლებიც არღვევენ ვენის კონვენციას, აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან ვენის კონვენციაზე მითითება არის აბსოლუტურად არარელევანტური", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031