9-03-2026
შესამჩნევია ის ხელშეწყობა და მონდომება, რომელიც საჯარო სექტორის ახალ გუნდს აქვს იმისათვის, რომ განვითარდეს ენერგეტიკა. ფაქტობრივად მიძინებული პროექტები და სექტორი, რომელიც დიდი ხანია, მორატორიუმის ტიპის მდგომარეობაში იყო, გაცოცხლდა ამის შესახებ გრედა-ს გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი აბრამიშვილმა, გრედა-ს ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენ მივიღეთ დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი პროექტი, რამდენი სიმძლავრით ესაჭიროება ქვეყანას შემდეგი 5 და 10 წლის განმავლობაში. საუბარია, რომ პირველი 5 წლის განმავლობაში 4000 მგვტ დამატებითი სიმძლავრე შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში. დღევანდელი მონაცემებით, ჯამში, 4500 მგვტ-ია ჩვენი სიმძლავრე, აქედან გამომდინარე, გაორმაგება ჩვენი სიმძლავრის 5 წლის განმავლობაში არის ძალიან სერიოზული მესიჯი ჩვენი ინვესტორებისთვის“ - განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.