გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სულხან ზუმბურიძე: ჩვენთვის, სექტორისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ გრძელვადიანი ხედვა, თუ საით მიდის ეს განვითარება როგორც ელექტროგადამცემი ხაზების, ისე სახელმწიფო პოლიტიკის კუთხით

9-03-2026

ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა მარიამ ქვრივიშვილთან, რომელმაც წარმოადგინა გრძელვადიანი ხედვა ენერგეტიკის განვითარების და აქ ჰიდროსადგურების განვითარებას ძალიან დიდი როლი დაეთმო - ამის შესახებ „პარვუს ჯგუფის“ დამფუძნებელმა, სულხან ზუმბურიძემ გრედა-ს ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

 

„ჩვენთვის, სექტორისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ გრძელვადიანი ხედვა, თუ საით მიდის ეს განვითარება როგორც ელექტროგადამცემი ხაზების, ისე სახელმწიფო პოლიტიკის კუთხით. დღეს ამომწურავი პასუხები მივიღეთ. ის პროექტები, რომლებიც პოტენციურად შეიძლება განვითარდეს საქართველოში და ეს არის 4000 მგვტ-ზე მეტი შემდეგი წლების განმავლობაში, ამას კიდევ დაემატება 4500 მგვტ 2036 წლამდე. ამ მიდგომით დარგი უფრო სწრაფად განვითარდება“ - აცხადებს ზუმბურიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031