გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი ბელარუსის ვიცე-პრემიერს შეხვდა

4-12-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის ვიცე-პრემიერს, მიხეილ რუსის შეხვდა. მიხეილ რუსიმ მამუკა ბახტაძეს საქართველოს ახალი პრეზიდენტის არჩევა მიულოცა.


შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს შეეხო. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ბელარუსის ორმხრივი ურთიერთობები წლიდან წლამდე ძლიერდება.


ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის გაზრდილ სავაჭრო ბრუნვას. აღინიშნა, რომ გაზრდილია როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის მაჩვენებელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად შეფასდა ქართულ ბაზარზე ბელარუსული, ხოლო ბელარუსში ქართული პროდუქციის მიმართ არსებული მზარდი ინტერესი.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე ქართულ-ბელარუსული ერთობლივი საწარმოების შექმნისა და ამ მიმართულებით მთავრობების მხრიდან ხელშეწყობის მნიშვნელობას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930