გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: „ნაცენჯეოშნიკური“ ფუყე თავთავები ჯერ კიდევ იმ ცრუ ეიფორიაში არიან, რომ თუ ჯეი დი ვენსი ბაქოსა და ერევანში იყო და თბილისში არა, ჩვენ თითქოს „უკუგვაგდო“ აშშ-მა

10-03-2026

„პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ირანის ახლადარჩეული უმაღლესი ლიდერისთვის მილოცვისას იხელმძღვანელა ჩვენი ეროვნული ინტერესებით ამ ურთულეს ჟამს და ამ ზემგრძნობიარე რეგიონში თანამეზობლობით“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.


აბაშიძის შეფასებით, „პრეტენზიულ ბნელებს“, რომლებსაც არც დიპლომატია ესმით და მით უმეტეს, არც მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა, ურჩევნიათ „ისპანახისა“ და „აი თოლიას“ საკითხები გაარჩიონ.


„იმ პრეტენზიულ ბნელებს, რომლებსაც არათუ დიპლომატია ესმით, არც მით უმეტეს, მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა, ურჩევნიათ „ისპანახისა“ და „აი თოლიას“ საკითხები გაარჩიონ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ირანის ახლადარჩეული უმაღლესი ლიდერისთვის მილოცვისას იხელმძღვანელა ჩვენი ეროვნული ინტერესებით ამ ურთულეს ჟამს და ამ ზემგრძნობიარე რეგიონში თანამეზობლობით. რასაკვირველია, პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ირანელ ხალხს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პარტნიორობას და ირანელებს უსურვა მშვიდობა და კეთილდღეობა.


მხოლოდ ნაცსექტანტური ნარატივებით დატუმბული უსამშობლოები ვერც კი გაბედავენ მათი ვიწრო აზროვნებითაც კი ვითომ დაამუნათონ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები, რომლებმაც მანამდე მიულოცეს ირანის ახალ აიათოლას. „ნაცენჯეოშნიკური“ ფუყე თავთავები ჯერ კიდევ იმ ცრუ ეიფორიაში არიან, რომ თუ ჯეი დი ვენსი ბაქოსა და ერევანში იყო და თბილისში არა, ჩვენ თითქოს „უკუგვაგდო“ აშშ-მა“, - წერს აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930