გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: რევანშისტობის გამო ძალად, გარე მითითებით გაერთიანებულ ნაცოპოზიციაში ბუნებრივი რუტინაა - ჩერგოლეიშვილი vs ცისკარიშვილი, ამ „უბანძეს“ სერიალში ახალ ეპიზოდებს სწრაფად იღებენ

10-03-2026

ანალიტიკოსი გია აბაშიძე თამარ ჩერგოლეიშვილის და პეტრე ცისკარიშვილის დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.


აბაშიძე აცხადებს, რომ გარე მითითებით გაერთიანებულ „ნაცოპოზიციაში“, მიმოწერა, რომელშიც ჩერგოლეიშვილი ცისკარიშვილს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს, ცისკარიშვილი კი მას „ხისთავიან, უვიც არარაობას“ უწოდებს, ბუნებრივი რუტინაა.


„რევანშისტობის გამო ძალად, გარე მითითებით გაერთიანებულ ნაცოპოზიციაში ბუნებრივი რუტინაა - ჩერგოლეიშვილი vs ცისკარიშვილი და ა.შ. ამ უბანძეს სერიალში ახალ ეპიზოდებს სწრაფად იღებენ. მოდელირებული ვერსია: დავუშვათ, უსამშობლოთა ამ ე.წ. ალიანსმა მიიღო სახელისუფლებო სადავეები, რომელ ეტაპზე დაიწყება შეიარაღებული ურთიერთდაპირისპირება - ცესკოს შედეგების გამოცხადებისას, თანამდებობების გადანაწილებისას თუ უშუალოდ სადარბაზოებთან დახვდებიან ერთმანეთს?“, - წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031