გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლიზა გეგეჭკორი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისთვის გაცემულ პასუხზე: მადლობა პრემიერსაც, პრეზიდენტსაც და შს მინისტრსაც, რომ კიდევ ერთხელ გააგებინეს ამ ხალხს, რომ მათი საქმე არ არის ჩვენს ქვეყანაში ცხვირის ჩაყოფა

10-03-2026

ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის მოთხოვნაზე, მოენახულებინათ პატიმრები, მათ შორის, მზია ამაღლობელი, პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის და შს მინისტრის უარს, სოციალურ ქსელში აფასებს.


გეგეჭკორი მადლობას უხდის ირაკლი კობახიძეს, მიხეილ ყაველაშვილსა და გეკა გელაძეს, რომ კიდევ ერთხელ გააგებინეს დელეგაციის წევრებს, რომ მათი საქმე არ არის საქართველოს საქმეებსა და კანონმდებლობაში ცხვირის ჩაყოფა.


„მადლობა პრემიერ-მინისტრსაც, პრეზიდენტსაც და შს მინისტრსაც იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გააგებინეს ამ ხალხს, რომ მათი საქმე არ არის ჩვენს ქვეყანაში და მის კანონმდებლობაში ცხვირის ჩაყოფა. ისე, მადლი იქნება ვინმემ ჰკითხოს, მის ქვეყანაში რომ პოლიციელს გაარტყას ვინმემ, რას უზამენ. მე გეტყვით, ჯერ იქვე ათრევენ დაუნდობლად სქესის განურჩევლად და მერე ციხეს დააშენებენ თავზე. ვეღარ გაიგეს ამ ჰალსტუხიანმა პეპლებმა, რომ საქართველო სუვენერული და კანონებზე დაფუძნებული ქვეყანაა და ამას ვეღარ შეცვლიან“ - წერს ლიზა გეგეჭკორი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031