გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პერე ჟოან პონს სამპიეტრო: „მოსკოვის მექანიზმი” ჩვენთან კავშირში არ არის, მასზე წვდომა არ მაქვს

11-03-2026

„შეხვედრებზე ვახსენებდით [„მოსკოვის მექანიზმს“], ისინიც ახსენებდნენ, მაგრამ ჩვენთან კავშირში არ არის“, - ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პერე ჟოან პონს სამპიეტრომ, ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, დელეგაციის ვიზიტს კავშირი არ აქვს „მოსკოვის მექანიზმთან“.


„რა თქმა უნდა, ვახსენებდით, ისინიც ახსენებდნენ, მაგრამ ჩვენთან კავშირში არ არის. წვდომა არ მაქვს [„მოსკოვის მექანიზმის”] ანგარიშზე, არ მინახავს. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა აქტორთან ჩართულობა შევძელით“, - აღნიშნა პერე ჟოან პონს სამპიეტრომ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930