გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი წკრიალაშვილი TIKA-ს თბილისის ოფისის კოორდინატორს შეხვდა

11-03-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის კოორდინატორს სალიჰ ოზერს შეხვდა.


შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და თურქეთს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. აღინიშნა ქვეყნებს შორის ცოდნის, გამოცდილებისა და ტექნოლოგიების გაცვლის მნიშვნელობა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას და  პარტნიორობის გაძლიერებას.


„თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან სხვადასხვა მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა მრავალი წელია ნაყოფიერად მიმდინარეობს. მეზობელ ქვეყნებს, საქართველოსა და თურქეთს, საერთო ინტერესები აქვთ რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით.  ჩვენ ღია ვართ ახალ წინადადებებისთვის,  რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას”, - აღნიშნა გიორგი წკრიალაშვილმა.


შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს მინერალური რესურსების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები. TIKA-ს თბილისის ოფისის კოორდინატორის სალიჰ ოზერის განცხადებით, საქართველო და თურქეთი მჭიდრო ეკონომიკურ კავშირებს ინარჩუნებენ, ამიტომ მინერალური რესურსების სფეროში თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.


შეხვედრას მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი აბელ აბესაძე და სამინისტროს სხვა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930