გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში ფრინველთა კუსტარულად მოწყობილი სასაკლაო გამოავლინა

11-03-2026

სურსათის ეროვნული სააგენტო, არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით გამკაცრებულ კონტროლს ახორციელებს.


სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარნეულში ფრინველთა კუსტარულად მოწყობილი ფრინველის სასაკლაო გამოავლინეს. ჩატარებული ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი ო. ა. (მის: მარნეული, ყურბანოვის ქუჩა N2) სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე საქმიანობდა.


ობიექტზე, ასევე, გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. ფიზიკური პირი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031