12-03-2026
ერთგვარი დეჟავიუ გვაქვს, როგორც კი ვნახეთ, რომ გამძაფრდა სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში, ისევ დაიქოქა ეს მანქანა, ისევ მოღალატეობრივი განცხადებები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციის პოლიტიკაზე საუბრისას.
მისივე თქმით, დღევანდელ რეალობაში მშვიდობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა სჭირდება, განსაკუთრებით ოპოზიციის მცდელობების ფონზე.
„ჩვენს რეგიონში დაძაბულობის დაწყებიდან ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია. ის სამშვიდობო დღის წესრიგი, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს, მკაფიოდ და ურყევად ხორციელდება. ნამდვილად არ აქვს ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა, რას იტყვის რომელიმე ე.წ ოპოზიციის წარმომადგენელი, თუ მათი პატრონი გერმანიის ელჩი, რა მოეწონებათ ჩვენი გადადგმული ნაბიჯიდან და რა არა. ჩვენთვის მთავარი საზრუნავი არის ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ხალხი, რომ აქ იყოს მშვიდობა, რომ არ დაიღვაროს ჩვენი დების და ძმების, ჩვენი მშობლების, ჩვენი შვილების სისხლი, აქ არ მოხდეს დესტაბილიზაცია, მშვიდობის პოლიტიკას მოჰყვეს ის ეკონომიკური კეთილდღეობა, რომელიც სახეზეა“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.