გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია: პეტერ ფიშერმა ვენის კონვენცია, პირდაპირი მნიშვნელობით, თავზე დაიხია. გერმანიის ელჩი, სამწუხაროდ, არის „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეულებრივი პარტაქტივის წევრი, ის ჩვენთვის არ არის გერმანია და გერმანელი ხალხი

12-03-2026

გერმანიის ელჩი სამწუხაროდ არის “ნაციონალური მოძრაობის” ჩვეულებრივი პარტაქტივის წევრი, გერმანულენოვანი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პეტერ ფიშერზე საუბრისას, რომელიც 24 თებერვალს ამტკიცებდა, რომ ევროკავშირის სასანქციო პაკეტში ყულევის ნავთობტერმინალთან დაკავშირებით მტკიცებულებები არსებობს.


მისივე თქმით, გერმანელმა დიპლომატმა “ვენის კონვენცია, პირდაპირი მნიშვნელობით, თავზე დაიხია”.


“გერმანიის ელჩს, საბედნიეროდ, ივნისამდე აქვს ვადა დარჩენილი და როგორმე გავუძლებთ მის პარტაქტივიზმს. გერმანიის ელჩი, სამწუხაროდ, არის “ნაციონალური მოძრაობის” ჩვეულებრივი პარტაქტივის წევრი, გერმანულენოვანი. მან გადააბიჯა და ფეხქვეშ გათელა ყველა ის პრინციპი, რაც დიპლომატს შეეფერება. ადამიანი, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს ორ ისტორიულად მეგობარ ქვეყანას შორის მაქსიმალურად დაანგრიოს ჯანსაღი ურთიერთობა. პეტერ ფიშერსაც ვეუბნებით იმავეს, რასაც ბრიუსელში არარჩეულ ბიუროკრატებს, პეტერ ფიშერი ჩვენთვის არ არის გერმანია და გერმანელი ხალხი. ეს ადამიანი მოქმედებს პარტიული დავალების შესაბამისად, როგორი დავალებითაც მოქმედებს პირობითად გვარამია, ამ ადამიანებთან ერთად არის, უბრალოდ არის დიპლომატიური სტატუსით და წარმოადგენს ევროპულ ქვეყანას”, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930