გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვატო შაქარიშვილი: დასრულდა მორიგი სამარცხვინო წარმოდგენა, აბსოლუტურად დეგრადირებულ ევროპარლამენტში. შეფასების მიღმაა ის კატასტროფული ვითარება, რაშიც ევროკავშირი იმყოფება

12-03-2026

„დასრულდა მორიგი სამარცხვინო წარმოდგენა, აბსოლუტურად დეგრადირებულ ევროპარლამენტში. ისევ სიცრუე, ისევ შანტაჟი, ისევ სააკაშვილი… მხოლოდ რამდენიმე საღი აზრის ხმა (მადლობა მათ!) და ისევ ცარიელი დარბაზი…“- წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“-ს აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი.


ამით შაქარიშვილი ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე გამართულ დებატებს გამოეხმაურა, სადაც მომხსენებლებს თითქმის ცარიელ დარბაზში მოუხდათ სიტყვით გამოსვლა.


„დასრულდა მორიგი სამარცხვინო წარმოდგენა, აბსოლუტურად დეგრადირებულ ევროპარლამენტში. ისევ სიცრუე, ისევ შანტაჟი, ისევ სააკაშვილი… მხოლოდ რამდენიმე საღი აზრის ხმა (მადლობა მათ!) და ისევ ცარიელი დარბაზი… შეფასების მიღმაა ის კატასტროფული ვითარება, რაშიც ევროკავშირი იმყოფება, ეს დიდი ხანია უკვე ნათელია და აღარ არის საკმარისი უბრალოდ ამაზე საუბარი და მხილება!


საინტერესოა ამ ყველაფრის შემყურე, რას ეფუძნება ხელისუფლების მოლოდინი, რომ ევროკავშირში რაიმე გაჯანსაღდება…?! პოლიტიკური, ეკონომიკური და ღირებულებითი ხრწნა შეუქცევადია და ამ პროცესისგან ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება უფრო შორს უნდა დარჩეს!“- წერს შაქარიშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930