გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფერმერები სარწყავი წყლის დადგენილ საფასურს მხოლოდ მომსახურების მიღების შემდეგ გადაიხდიან

12-03-2026

სასურველ დროს საირიგაციო წყლის შეუფერხებლად მისაღებად, წყალმომხმარებლებმა სარწყავი სეზონის დაწყებამდე „საქართველოს მელიორაციის“ სერვისცენტრებს უნდა მიმართონ და მომსახურების ხელშეკრულებები დროულად გააფორმონ.


„მნიშვნელოვანია, ფერმერებმა კომპანიასთან ხელშეკრულებები გააფორმონ მორწყვის სეზონის დაწყებამდე, რათა სარწყავი წყალი  მათთვის სასურველ დროს,  დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად, შეუფერხებლად მიიღონ. ამასთან, წყალმომხმარებლებმა უნდა იცოდნენ, რომ სარწყავი წყლის მოხმარების საფასურს რეალურად მიღებული მომსახურების შემდეგ გადაიხდიან და არა ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, - განაცხადა შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა.


აღსანიშნავია, რომ წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულებები ხელს უწყობს სარწყავი წყლის მიწოდების პროცესის უკეთ დაგეგმვას, სისტემის ეფექტიან მართვას და წყალმომხმარებლებისთვის მომსახურების დროულად და ხარისხიანად მიწოდებას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031