გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 4 პირი

12-03-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 2006 წელს დაბადებული გ.ხ., 2007 წელს დაბადებული ნ.კ., 2006 წელს დაბადებული გ.ა. და 2002 წელს დაბადებული ბ.ა. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.


„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქეს - 1995 წელს დაბადებულ ქ.ქ.-ს ყაჩაღურად თავს დაესხნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ და გასტაცეს საფულე, ძვირადღირებული ტელეფონი და საათი. რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.


მიღებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი კლინიკაში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა ჩაუტარდა.


ბრალდებულების მიერ ქ.ქ.-სთვის მიყენებული მატერიალური ზიანი 10 000 ლარს შეადგენს.


პოლიციამ ოთხივე თავდამსხმელი ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031