გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ანგარიში შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს" - ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლის განცხადება

12-03-2026

ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრე მაისურაძემ, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს ფარგლებში განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში შექმნილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც 2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ასახავს.


ელჩმა ყურადღება გაამახვილა ანგარიშში ასახულ ფაქტობრივ უზუსტობებსა და პოლიტიკურად მოტივირებულ დასკვნებზე - „მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კვლავ მტკიცედ განაგრძობს ეუთო-ს პრინციპებისა და ადამიანური განზომილების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების მხარდაჭერას, ანგარიში შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს და პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას და ობიექტურობას."


ელჩის განცხადებით, საქართველომ ფაქტების დამდგენ მისიასთან სრულად და გამჭვირვალედ ითანამშრომლა.


,,მიუხედავად ამისა, ეუთო-ს ნორმების სრული დაცვით და კონსტრუქციული ჩართულობის სულისკვეთებით, საქართველომ ფაქტების დამდგენ მისიასთან სრულად და გამჭვირვალედ ითანამშრომლა. „მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში დანიშნული ექსპერტი საქართველოს 17-18 თებერვალს ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო ყველა მოთხოვნილი შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების ორგანოებთან უმაღლეს დონეზე - მათ შორის, შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან, იუსტიციის მინისტრთან, განათლების მინისტრთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და წამყვანი უწყებების ხელმძღვანელებთან, მათ შორის პროკურატურის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარესთან და სახალხო დამცველთან".


ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ექსპერტს მიეწოდა სრული ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია. მიუხედავად თანამშრომლობისა, ანგარიშში ვერ აისახა საქართველოში არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი გარემოს სირთულე.


„ამ თანამშრომლობის მიუხედავად, ანგარიში ვერ ასახავს საქართველოს პოლიტიკური და სამართლებრივი კონტექსტის სირთულეს, არ ითვალისწინებს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მნიშვნელოვან განმარტებებს, შერჩევითად აკეთებს აქცენტს ცალკეულ საქმეებზე და წარმოაჩენს მათ როგორც „პოლიტიკურად მოტივირებულს", უგულებელყოფს სამართლებრივ გარანტიებს, მიმდინარე სასამართლო პროცესებს და სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს. კანონმდებლობის, საარჩევნო პროცედურებისა და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების აღწერა შეიცავს ფაქტობრივ უზუსტობებსა და შეცდომაში შემყვან ინტერპრეტაციებს."

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031