გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე - „ანგარიში სცდება მოსკოვის მექანიზმის მანდატს"

12-03-2026

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი „მოსკოვის მექანიზმის" ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშს ეხმიანება და აცხადებს, რომ დოკუმენტში წარმოდგენილი რეკომენდაციები სცდება მისიის მანდატს.


„ანგარიში შეიცავს რეკომენდაციებს, რომლებიც სცდება მოსკოვის მექანიზმის მანდატს, მათ შორის მოწოდებებს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოების მიმართ, იმოქმედონ საქართველოს წინააღმდეგ, რაც ასევე სცდება მისიის უფლებამოსილების ფარგლებს."


ელჩის განცხადებით, ანგარიშში ინფორმაციის შერჩევითი წარმოჩენა და მისი გამოქვეყნების დრო აჩენს კითხვებს დასკვნების ობიექტურობასთან დაკავშირებით.


„ანგარიშში ინფორმაციის შერჩევითი წარმოჩენა და მისი გამოქვეყნების დრო მიუთითებს დასკვნების პოლიტიზირების ტენდენციაზე, ამავდროულად, ანგარიშში უგულვებელყოფილია საქართველოს დიდი ხნის მიღწევები დემოკრატიული რეფორმების, პოლიტიკური პლურალიზმის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების მიმართულებით, ასევე ბოლო ათწლეულის განმავლობაში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი განაცხადების რაოდენობის 85%-ზე მეტით შემცირება, რაც ქვეყნის შიგნით სამართლებრივი დაცვის საშუალებებისა და ინსტიტუციური რეფორმების ეფექტიანობაზე მეტყველებს."


ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თქმით, ანგარიშის მომზადების პროცესი შემჭიდროვებულ ვადებში განხორციელდა, რამაც წარდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილი ანალიზის შესაძლებლობა შეზღუდა.


,,იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სამუშაოს შესასრულებლად მისიას უკიდურესად შეზღუდული 14 დღიანი ვადა მიეცა, და რომ ანგარიში ვიზიტიდან მხოლოდ რამდენიმე დღეში მომზადდა, ზემოაღნიშნული ხარვეზები კიდევ უფრო გააღრმავა, რასაც შედეგად მოჰყვა ვრცელი დოკუმენტაციის არასრული ანალიზი".

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930