გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აშშ-მა რუსული ნავთობის შეძენაზე სანქციები 11 აპრილამდე მოხსნა

13-03-2026

აშშ-მა რუსული ნავთობის შეძენაზე სანქციები 11 აპრილამდე მოხსნა. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.

აშშ-ის სახაზინო მდივანმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს მისცეს უფლება, შეიძინონ სანქცირებული რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომლებიც ამჟამად გემებზეა დატვირთული.


როგორც ბესენტმა განმარტა, ეს დროებითი ღონისძიებაა ომის დროს „გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე სტაბილურობის ხელშეწყობის“ მიზნით და მათი შეძენა 11 აპრილამდე იქნება შესაძლებელი.


„ეს შეზღუდული, მოკლევადიანი ღონისძიება მხოლოდ უკვე ტრანზიტში მყოფ ნავთობზე ვრცელდება და რუსეთის მთავრობას მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს არ მოუტანს“, – განაცხადა ბესენტმა.


მისი თქმით, ნავთობის ფასების დროებითი ზრდა დიდხანს არ გაგრძელდება და გრძელვადიან პერსპექტივაში უზარმაზარ სარგებელს მოუტანს აშშ-სა და მის ეკონომიკას.


მანამდე, ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეში გემების ესკორტს დაიწყებს „როგორც კი ეს სამხედრო თვალსაზრისით შესაძლებელი გახდება“.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930