გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლიზა გეგეჭკორი: იგივე ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც ე.წ. მოსკოვის მექანიზმს უჭერენ მხარს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს დემარშს უცხადებდნენ, სააკაშვილს კლავთო–გინდ მოსკოვის მექანიზმები მიიღონ და გინდ ბრიუსელის, ამ ქვეყანას ვეღარ მოაჯდებიან 

13-03-2026

იგივე ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც ე.წ მოსკოვის მექანიზმს უჭერენ მხარს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს დემარშს უცხადებდნენ, სააკაშვილს კლავთ ციხეში, კლინიკაში გადაიყვანეთო და ამ დროს სააკაშვილი კლინიკაში იყო, კარგად ვიცით ქართველებმა ამ ხალხის ზრახვები და მიზნები, - წერს ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.


ლიზა გეგეჭკორის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს მმართველ ძალას და ქვეყნის დასაცავად ქართველი ერი უკან დახევას არ აპირებს.


„იგივე ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც ე.წ მოსკოვის მექანიზმს უჭერენ მხარს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს დემარშს უცხადებდნენ, სააკაშვილს კლავთ ციხეში, კლინიკაში გადაიყვანეთო და ამ დროს სააკაშვილი კლინიკაში იყო, კარგად ვიცით ქართველებმა ამ ხალხის ზრახვები და მიზნები, გინდ მოსკოვის მექანიზმები მიიღონ და გინდ ბრიუსელის, მითქვამს და ვიმეორებ, ამ ქვეყანას ვეღარ მოაჯდებიან თავზე, არავინ არ აპირებს უკან დახევას, საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტი ვუდგავართ ჩვენს მთავრობას გვერდში ჩვენი პატარა, მაგრამ მრავალჭირნახული ქვეყნის დაცვის საქმეში!“- წერს ლიზა გეგეჭკორი.


ცნობისთვის, ეუთომ 12 მარტს გამოაქვეყნა მოსკოვის მექანიზმის ანგარიში, რომლის თანახმადაც საქართველოს ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმების რეკომენდაცია მიეცა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930