გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ომში ხელისუფლებისგან ითხოვს მწვავე რეაქციებს ირანის მიმართ, რაც პირდაპირი საფრთხეა, პარალელურად,  ხალხს ეუბნება - ირანში რუსეთი მარცხდება, რეალურად კი რუსეთს სანქციები მოეხსნა - ტყუილი და უმეცრება მათი უცვლელი ხაზია!

13-03-2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს და აცხადებს, რომ ისინი ტყუილს და არაკომპეტენტურ ინფორმაციას ავრცელებენ.


ანანიძეს მაგალითად მოჰყავს ოპოზიციის მოთხოვნა, რომ საქართველოს ჰქონდეს მწვავე რეაქცია ირანთან მიმართებით, ამავდროულად კი ისინი ხალხს ატყუებენ, თითქოს რუსეთი ირანში მარცხდება, ამ დროს კი რუსეთს ნავთობთან დაკავშირებული სანქციები მოეხსნა.


„ოპოზიცია ომში ხელისუფლებისგან ითხოვს მწვავე რეაქციებს ირანის მიმართ, რაც ქვეყნისთვის პირდაპირი საფრთხეა. პარალელურად, ოპოზიცია ხალხს ეუბნება - ირანში რუსეთი მარცხდება, რეალურად კი რუსეთს ნავთობზე სანქციები მოეხსნა და დღეში ასეულობით მილიონ შემოსავალს იღებს. ტყუილი და უმეცრება ოპოზიციის უცვლელი ხაზია!“, - წერს ცოტნე ანანიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930