გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რა სქემით დაასუბსიდირებს მთავრობა სატბორე მეურნეობებს

14-03-2026

აკვაკულტურის სექტორის განვითარების ხელშეწყობისა  და ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სატბორე მეურნეობებისთვის  წყლის მიწოდების საფასურის ძირითად ნაწილს სახელმწიფო დააფინანსებს.   


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების   მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი საირიგაციო მომსახურების ახალი ტარიფის სახელმწიფო სუბსიდირების მექანიზმში ის სექტორიც ერთვება, რომელიც წყალს საირიგაციო დანიშნულებით არ იყენებს. 


წყალმომხმარებლები, რომლებიც წყალს მოიხმარენ სატბორე მეურნეობებისთვის, საქართველოს მელიორაციის მიერ გაწეული წყლის საცალო მიწოდების მომსახურების საფასურის 0,0826 ლარი მ3 (დღგ-ს ჩათვლით) სუბსიდირება განხორციელდება შემდეგი სახით:  მოხმარებლები გადაიხდიან მომსახურების საფასურის  გათვალისწინებით  გადასახდელი თანხის    20%-ს,  მაგრამ არაუმეტეს 300 ლარს 1 ჰექტარზე წელიწადში, მომსახურების საფასურის 80%  კი,  სუბსიდირებას დაექვემდებარება.


აღნიშნული გადაწყვეტილება სატბორე მეურნეობების განვითარებას და წყლის რესურსის ხელმისაწვდომობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930