გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი წერეთელი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: გაუმარჯოს აშშ-ს, რომელიც არ შეუერთდა ანტიქრისტიანულ და ანტიქართულ, ყოვლად საზიზღარ და სამარცხვინო ანგარიშსა და განცხადებას საქართველოს წინააღმდეგ

14-03-2026

პოლიტიკოსი ირაკლი წერეთელი ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ აშშ არ შეუერთდა 24 ქვეყნის მიერ მხარდაჭერილ ანგარიშს და ამ ქვეყნების მიერვე გავრცელებულ განცხადებას.


როგორც ის აღნიშნავს, უმრავლესობამ არ ინება საქართველოს წინააღმდეგ უკეთური მოქმედება და საქართველომ ამჯერადაც გაიმარჯვა.


„დიდება უფალს და გაუმარჯოს აშშ-ს,რომელიც არ შეუერთდა ანტიქრისტიანულ და ანტიქართულ, ყოვლად საზიზღარ და სამარცხვინო ანგარიშსა და განცხადებას საქართველოს წინააღმდეგ! 54 ქვეყნიდან 33 ქვეყანამ, ანუ უმრავლესობამ, არ ინება საქართველოს წინააღმდეგ უკეთური მოქმედება! საქართველომ ამჯერადაც გაიმარჯვა და საქართველო აუცილებლად დაიფრენს ღმერთისა და სარწმუნოების მოღალატე ამ თახსირბაშებს!“, - წერს წერეთელი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930