გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე „ოცნების ქალაქის" სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

14-03-2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რეგიონული განვითარების მინისტრ კახა გულედანთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილთან ერთად, „ოცნების ქალაქის" სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.


მთავრობის მეთაურმა დეტალური ინფორმაცია მიიღო პროექტზე, რომლის დასრულება 2028 წელს იგეგმება.


მასშტაბური სოციალური პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში სამი 8-სართულიანი და ექვსი 13-სართულიანი კორპუსი შენდება, სადაც ბინას 1077 ოჯახი მიიღებს. 8-სართულიანი კორპუსების მშენებლობა უკვე დასრულებულია, ხოლო 13-სართულიანის უახლოეს მომავალში დასრულდება. ტერიტორიაზე ეწყობა შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურა. „ოცნების ქალაქში" ასევე იგეგმება საჯარო სკოლის, საბავშვო ბაღის და საბავშვო მოედნების მშენებლობა.


პროექტის პირველ ეტაპზე უკვე აშენდა სამი 12-სართულიანი მრავალბინიანი სახლი, სადაც ბინა საკუთრებაში 582 ოჯახს გადაეცა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930