გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თენგიზ შარმანაშვილი დავით დარჩიაშვილის განცხადებაზე: არ არსებობს არა გლობალური ქსელი? გინდა „დიფ სთეითი“ დაარქვი, გინდა გლობალური რადიკალური ცენტრი, გინდა გლობალური ომის პარტია

15-03-2026

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, ოპოზიციონერ დავით დარჩიაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „იმედის“ სანქციები საერთაშორისო გლობალური სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული დიდი მმართველობითი ქსელის ერთ-ერთი ცენტრიდან მოდის.


შარმანაშვილის თქმით, ოპოზიცია თავადვე აღიარებს გლობალური ქსელის არსებობას, შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა მას „დიფ სთეითი“ ერქმევა თუ სხვა სახელი.


„არ არსებობს არა გლობალური ქსელი ? გინდა დიფ სთეითი დაარქვი, გინდა გლობალური რადიკალური ცენტრი, გინდა გლობალური ომის პარტია, გინდა გლობალური კეთილშობილური გაერთიანება. თავად ამბობენ, მოუსმინეთ“ - წერს შარმანაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031