გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა ჯანგირაშვილს: შეუმდგარი ტელევიზიის დაფინანსების მათხოვრად ქცეულო ქალბატონო ნინო, ჯერ ერთი ივანიშვილის „გადაფსიხება“ სად გინახავთ ან ვინ გითხრათ რომ კობახიძე შეკვეთილშია დაბარებული?

15-03-2026

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ჟურნალისტ ნინო ჯანგირაშვილის ნათქვამს ეხმიანება, რომ ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძე ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის შემდეგ შეკვეთილში დაიბარა.


„შეუმდგარი ტელევიზიის დაფინანსების მათხოვრად ქცეულო ქალბატონო ნინო, ისე ისვრით ცრუ ინფორმაციებს, თითქოს ივანიშვილის ან კობახიძის კაბინეტში „ჟუჩოკი“ გიყენიათ. ჯერ ერთი ივანიშვილის „გადაფსიხება“ სად გინახავთ ან ვინ გითხრათ რომ კობახიძე შეკვეთილშია დაბარებული? რა ხდება ელისო კილაძის საპატიო ადგილის დაკავებისთვის იბრძვით, ჩიტები, წყაროები და ა.შ.


დამშვიდდით, ისევ ფული იმათხოვროთ ჯობია, რომ იქნებ როგორმე იარსებოთ, ამას თუ არსებობა ჰქვია“ - წერს ფოჩხუა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31