გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეგრელიშვილი ქაცარავას განცხადებაზე: როდესაც ქვეყნის შიდა პოლიტიკური ფიგურები უცხოურ სტრუქტურებს საკუთარი სახელმწიფოს შესახებ ინფორმაციას გადასცემენ, ეს საზოგადოებაში კითხვებს აჩენს

16-03-2026

„დავით ქაცარავას მიერ გაკეთებულმა განცხადებამ საზოგადოებაში კიდევ ერთხელ გააჩინა მძიმე შეკითხვები იმ პროცესების შესახებ, რომლებიც ე.წ. „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მიმდინარეობდა“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.


მისი თქმით, ეს პროცესი ჰგავს პოლიტიკურად ორგანიზებულ კამპანიას, რომელშიც შიდა ოპოზიციური ჯგუფები და მათი უცხოელი პარტნიორები კოორდინირებულად მოქმედებენ.


„დავით ქაცარავას მიერ გაკეთებულმა განცხადებამ საზოგადოებაში კიდევ ერთხელ გააჩინა მძიმე შეკითხვები იმ პროცესების შესახებ, რომლებიც ე.წ. „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მიმდინარეობდა. მისი სიტყვებიდან გამოიკვეთა, რომ გამოსაკითხ პირთა სიის ფორმირება და ამ პროცესის მართვა სპონტანური არ ყოფილა და მასში კონკრეტული პირები მონაწილეობდნენ. როდესაც ქვეყნის შიდა პოლიტიკური ფიგურები უცხოურ სტრუქტურებთან ასეთ ფორმატში თანამშრომლობენ და საკუთარი სახელმწიფოს შესახებ ინფორმაციას გადასცემენ, ეს ბუნებრივად აჩენს ეჭვს, რომ ამ ქმედებებს შეიძლება ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანო შედეგები მოჰყვეს. ამ ფონზე სულ უფრო აქტუალური ხდება მოსაზრება, რომ აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში შესაძლოა არა ფაქტების ნეიტრალური ანალიზი, არამედ წინასწარ დაწერილი სცენარის რეალიზება იყოს. ეს პროცესი პოლიტიკურად ორგანიზებულ კამპანიას ჰგავს, სადაც შიდა ოპოზიციური ჯგუფები და მათი უცხოელი პარტნიორები ერთმანეთთან კოორდინირებულად მოქმედებენ. „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები უკვე წლებია ქვეყანას ებრძვიან, მათ, შიდა დაპირისპირებები საერთაშორისო არენაზე გადააქვთ და საქართველოს წინააღმდეგ მებრძოლი გლობალური ძალების ხელშემწყობ სუბიექტებს წარმოადგენენ. ისინი მორჩილებას და ვალდებულებას არა საკუთარი ხალხის, არამედ დასავლელი პატრონების წინაშე გრძნობენ, რომლებიც მათთვის გადაწყვეტილებებს განსაზღვრავენ. საქართველო არ უნდა გახდეს უცხოელი პატრონებისა და ღალატისკენ მიდრეკილი ჯგუფების სათამაშო მოედანი, ჩვენი ვალია მკაფიოდ ვთქვათ უარი ყველა იმ პოლიტიკოსზე თუ პარტიაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს და დავიცვათ ეროვნული ინტერესები! გავაძლიეროთ სუვერენიტეტი და გავაგრძელოთ განვითარება!“, - წერს მეგრელიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031