გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„2 ნაბიჯის“ გენერალური დირექტორი: რეტრო-ბონუსი არ არის ფასდაკლების წყარო, ეს ჩვენი არჩევანი და მოგონილი ინსტრუმენტი არ არის - ეს იმ კომპანიის სურვილია, რომ ასაღები ფასი ასე გაიყოს, ჩვენ არანაირი ინტერესი არ გვაქვს რეტრო-ბონუსის აღრიცხვიანობა ვაწარმოო

16-03-2026

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე მაღაზიის თაროზე პროდუქტების განთავსების შესახებ „2 ნაბიჯის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ მელიქაძემ რეტრო-ბონუსის ინსტრუმენტთან დაკავშირებით ისაუბრა.


მისი განცხადებით, რეტრო-ბონუსი ფასდაკლების წყაროს არ წარმოადგენს და კომპანია „ლიდერ ფუდთან“ დაკავშირებული შემთხვევა მოიყვანა აღნიშნულის მაგალითად, რომ ეს „2 ნაბიჯის“ მოგონილი ინსტრუმენტი არ არის.


„რეტრო-ბონუსი არ არის ფასდაკლების წყარო, „ლიდერ ფუდის“ კონკრეტული პროდუქტი ჩვენს ქსელში „საინვოისო“ ფასად შემოვიდა - 10 ლარად, ერთეულის ღირებულება. ჩვენ გავყიდეთ ის 8 ლარად და 42 თეთრად, ანუ წავაგეთ 1,58 ლარი. მაგრამ მთელი წელი წაგებაზე არ ვიქნებოდით ხომ? სინამდვილეში ეს მხოლოდ „საინვოისო“ ფასი იყო, რეტრო-ბონუსი ამ შემთხვევაში წარმოადგენდა 2 ლარს და 10 თეთრს, ანუ ჩვენთვის ფაქტობრივად ასაღები ფასი იყო 7,90 ლარი, ანუ ჩვენ ამ კონკრეტულ პროდუქტში მოვიგეთ 0.52 თეთრ, რაც 6.5 % ფასნამატია. რეალურად, ჩვენ კომპანიას მოველაპარაკეთ არა „საინვოისო“ ფასზე, არამედ იმ ფასზე, რაც ასაღები ფასია, ეს იმ კომპანიის სურვილია, რომ ეს ასაღები ფასი ასე გაიყოს, ჩვენ საერთოდ არანაირი ინტერესი არ გვაქვს რეტრო-ბონუსის აღრიცხვიანობა ვაწარმოოთ „საინვოისო“ ფასი რომ დამთხვეოდა იმ ფასს, რაზეც ჩვენ მოვილაპარაკეთ რეტრო-ბონუსი იქნებოდა ნული, ეს ჩვენი არჩევანი და მოგონილი ინსტრუმენტი არ არის“, - განაცხადა არჩილ მელიქაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031